სიახლეები

„მონტაჟ ჯორჯია“ Kamstrup-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
15/05

„მონტაჟ ჯორჯია“ Kamstrup-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

შპს „მონტაჟ ჯორჯია“ დანიური კომპანია Kamstrup-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. ქართული კომპანია მომხმარებელს Kamstrup-ის მაღალტექნოლოგიურ წყლის, ელექტროენერგიის, თბომომარაგების და გაგრილების სისტემების მრიცხველებს შესთავაზებს.

წყლის და ენერგიის აღრიცხვის სფეროში - Kamstrup - მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ბრენდად ითვლება.  დანიური კომპანია დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

Kamstrup-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიის უახლესი ულტრაბგერითი მრიცხველების დამსახურებით,  ენერგიის და კომუნალური ხარჯების დაზოგვის მაჩვენებელი შენობებში 15-30%-ს აღწევს.

Kamstrup-ის ულტრაბგერითი მრიცხველები მექანიკურ მრიცხველებთან შედარებით სიზუსტით, საიმედოობით და სხვა უამრავი უპირატესობით გამოირჩევა.თანამედროვე სამყაროში, როდესაც ენერგომომარაგების და კომუნალური ხარჯების მენეჯმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, Kamstrup-ის ინტელექტუალური მრიცხველები წყლის და ელექტროენერგიის მოხმარების ზუსტი კონტროლის და ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევენ. 

დანიური კომპანია კომპანია 1946 წელს ბიზნესმენმა ოლაფ კამპსტრუპმა დააარსა. Kamstrup-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი წარმატება მუშაობის ეფექტურობის ზრდის ახალი გადაწყვეტილებების დამსახურებაა.

კომპანიის პროდუქტებს შორისაა: აღრიცხვის მაღალტექნოლოგიური, ულტრაბგერითი ხელსაწყოები, კავშირის ინფრასტრუქტურა,  მონაცემთა მართვის სისტემები, ინტელექტუალური ქსელები, ჰოსტინგური გადაწყვეტილებები, მონაცემთა ანალიზის სისტემები და სხვა.

პროექტები