სიახლეები

შპს „მონტაჟ ჯორჯია“ კომპანია ABB-ს (Asea Brown Boveri Ltd.) ელექტრო გამანაწილებელი ფარების ოფიციალური ამწყობი  გახდა
04/04

შპს „მონტაჟ ჯორჯია“ კომპანია ABB-ს (Asea Brown Boveri Ltd.) ელექტრო გამანაწილებელი ფარების ოფიციალური ამწყობი  გახდა

 

კომპანია ABB ნოვატორული ელექტრო ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერია, რომელიც სამრეწველო, სატრანსპორტო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

ABB (Asea Brown Boveri Ltd.)  - შვედურ-შვეიცარული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ელექტროტექნიკის, ენერგეტიკული მანქანათმშენებლობის და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. კომპანიის ისტორია 1988 წელს იწყება, როდესაც შვედური ASEA შვეიცარიულ Brown, Boveri & Cie -სთან გაერთიანდა.  კომპანიას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა გახსნილი. ABB-ს საწარმოო სიმძლავრეები გერმანიის, შვეიცარიის, შვედეთის, იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩეხეთის, ჩინეთის, აშშ-ს, ბრაზილიის და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს.

შვედურ-შვეიცარული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით,  ABB თანამედროვე მსოფლიოს ციფრულ მომავალს ქმნის.  ABB-ს დღეისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 70 000-ზე მეტი ერთეული ელექტრონული მართვის სისტემა აქვს დამონტაჟებული, რაც მთლიანობაში 70 მილიონ მოწყობილობას აერთიანებს. 

პროექტები