სიახლეები

მონტაჟ ჯორჯია Honeywell International-ის ოფიციალური წარმომადგენელი  გახდა
08/02

მონტაჟ ჯორჯია Honeywell International-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

Honeywell International მსხვილი კორპორაციაა, რომელიც ელექტრონული მართვის და ავტომატიზაციის სისტემებს აწარმოებს. Honeywell 1906 წლიდან ფუნქციონირებს. თანამედროვე მსოფლიო მას უახლესი აეროკოსმოსური ნამუშევრებით, შენობების და სამეწარმეო კონსტრუქციების ექსპლუატაციის და მეთვალყურეობის ტექნოლოგიებით, საწყობების მონიტორინგის სისტემებით იცნობს.

კომპანიის შტაბ-ბინა ნიუ-ჯერსის შტატში (აშშ), ქალაქ მორისტაუნში მდებარეობს. Honeywell-ის ტექნოლოგიები ენერგიის, უსაფრთხოების, დაცულობის და გლობალური ურბანიზაციის მიმართულებით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს პასუხობს.

კომპანიის მაღალტექნოლოგიური ნამუშევრები ხელს უწყობს სახლების, შენობების, ქარხნების, კომუნიკაციების, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის  უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მსოფლიოში მეტად უსაფრთხო, პროდუქციულ და კომფორტულ გარემოს ქმნის.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, რიგით ადამიანთა ყოველდღიურობა Honeywell-ის უახლესი მიღწევების დამსახურებით გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო ხდება. Honeywell-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,  ასევე - ახალი სამომხმარებლო ბაზრების და სამეწარმეო სექტორების შექმნას მსოფლიოში.

მონტაჟ ჯორჯია ქართველ მომხმარებელს კომპანია Honeywell-ის  უსაფრთხოების სისტემებს, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო, ვიდეო მეთვალყურეობის, შეზღუდული დაშვების მაღალტექნოლოგიურ სისტემებს სთავაზობს. უახლოეს მომავალში, „მონტაჟ ჯორჯიას“ მენეჯმენტი ქართულ ბაზარზე Honeywell-ის  წარმოების შენობის მართვის და საწყობების მონიტორინგის სისტემების  წარმოდგენას გეგმავს.

პროექტები