დასრულებული პროექტები
ილია ჭავჭავაძის გამზირის განათება თბილისში
დასახელება: ილია ჭავჭავაძის გამზირის განათება. |
დამკვეთი: შპს "თბილსერვის ჯგუფი" |
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი |
პერიოდი: 2020 წელი |
სტატუსი: დასრულებული |
პროექტის შესახებ:
პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ პოლონური კომპანია LUG Light Factory-ს მიერ დამზადებული ახალი სისტემის LED სანათების ექსპლუატაცია თითქმის 3-ჯერ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯებს. გარდა ამისა, ტრადიციულ სანათებთან შედარებით, ამგვარი სანათები 2-ჯერ უფრო ეფექტურია, ქუჩების განათების თვალსაზრისით. "თბილსერვის ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ილია ჭავჭავაძის გამზირზე LUG-ის მარკის სანათებით აღჭურვილი გარე განათების 185 ბოძი დამონტაჟდა.